Saturday, March 16, 2013

სასწავლო პროექტის გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
 ჯვაროსნები და საქართველო
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ჯვაროსნული ლაშქობების წარმოება იერუსალიმის გასათავისუფლებლად. საქართველოს კავშირი ჯვაროსნებთან
3.პროექტის აქტუალობა:
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია შუა საუკუნეების ისტორიაში, ცნობილია რელიგიური ომების სახელწოდებით.მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ რელიგიის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები:
  • ჯვაროსნული ომების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ახსნა.
  • ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარის განვითარება
  • მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება
  • შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის, შეფასების და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება
 5.მონაწილეთა ასაკი:
VIII კლასი, 14-15 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
18.03.2013  -  18.04.2013  (ერთი თვე)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ეცოდინებათ ჯვაროსნული ომების დაწყების მიზეზები, მსვლელობა, ყურადღებას გაამახვილებენ რელიგიურ მოტივზე, განიხილავენ ჯვაროსნების და საქართველოს ურთიერთობებს. / მომზადებული პრეზენტაციები განთავსდება ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები, მოძიებული წყაროები, დაბეჭდილი სტატიები, ფოტოები, ინტერნეტი - ვიდეო მასალა.
9.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები): 
  • შერჩეული თემა: ჯვაროსნები და საქართველო. გამოვკვეთავ აქტუალურ შეკითხვებს არჩეულ თემასთან დაკავშირებით
  • გადავანაწილებ მოსწავლეებს ჯგუფებად
  • თითოეულ ჯგუფს მივცემ თითო საკითხს, შევიმუშავებთ გეგმას: 1ჯგ.  - ევროპაში შექმნილი ვითარების მიმოხილვა ომების დაწყებამდე.  2ჯგ.  - ჯვაროსნული ომების გამომწვევი მიზეზები. 3ჯგ.  -ომების წარმართვის პროცესი.   4ჯგ. - კონსტანტინოპოლის აღება.   5 ჯგ.  - საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან.
  • გამოვკვეთავ ჯგუფის ლიდერს, შემსრულებლებს და მივანიშნებ დროის მონაკვეთს, თუ რა დროში უნდა ჩაეტიონ ამ სამუშაოს შესრულებისას
  • მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამის ლიტერატურაში, ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, განიხილავენ თემასთან არსებულ წყაროებს და გააკეთებენ დასკვნებს 
  • პრეზენტატორები თოთოეულ ჯგუფში წარმოადგენს პრეზენტაციას.
  • წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის მიხედვით შევაფასებ მოსწავლეების მუშაობას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სტანდარტი:  ა) მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
ბ) მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები
გ) მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
დიანა არჯევანიძე
12.ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:
dianaarjevanidze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
www.dianaarjevani.blogspot.com




1 comment:

  1. დიანა, მაგარი ხარ და ძალიან საინტერესო თემააცაა...

    ReplyDelete