1.პროექტის სახელწოდება:
ჯვაროსნები და საქართველო
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:
ჯვაროსნული ლაშქობების წარმოება იერუსალიმის გასათავისუფლებლად. საქართველოს კავშირი ჯვაროსნებთან
3.პროექტის აქტუალობა:
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია შუა საუკუნეების ისტორიაში, ცნობილია რელიგიური ომების სახელწოდებით.მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ რელიგიის როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში.
4.პროექტის მიზნები:
- ჯვაროსნული ომების გამომწვევი ძირითადი მიზეზების ახსნა.
- ისტორიულ წყაროებზე მუშაობის და საჭირო ინფორმაციის ამოღების უნარის განვითარება
- მოპოვებული ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება
- შედარება-შეპირისპირების, მსჯელობის, შეფასების და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევების განვითარება
5.მონაწილეთა ასაკი:
VIII კლასი, 14-15 წელი.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
18.03.2013 - 18.04.2013 (ერთი თვე)
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეებს ეცოდინებათ ჯვაროსნული ომების დაწყების მიზეზები, მსვლელობა, ყურადღებას გაამახვილებენ რელიგიურ მოტივზე, განიხილავენ ჯვაროსნების და საქართველოს ურთიერთობებს. / მომზადებული პრეზენტაციები განთავსდება ბლოგზე.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სახელმძღვანელოები, მოძიებული წყაროები, დაბეჭდილი სტატიები, ფოტოები, ინტერნეტი - ვიდეო მასალა.
9.პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები):
- შერჩეული თემა: ჯვაროსნები და საქართველო. გამოვკვეთავ აქტუალურ შეკითხვებს არჩეულ თემასთან დაკავშირებით
- გადავანაწილებ მოსწავლეებს ჯგუფებად
- თითოეულ ჯგუფს მივცემ თითო საკითხს, შევიმუშავებთ გეგმას: 1ჯგ. - ევროპაში შექმნილი ვითარების მიმოხილვა ომების დაწყებამდე. 2ჯგ. - ჯვაროსნული ომების გამომწვევი მიზეზები. 3ჯგ. -ომების წარმართვის პროცესი. 4ჯგ. - კონსტანტინოპოლის აღება. 5 ჯგ. - საქართველოს ურთიერთობა ჯვაროსნებთან.
- გამოვკვეთავ ჯგუფის ლიდერს, შემსრულებლებს და მივანიშნებ დროის მონაკვეთს, თუ რა დროში უნდა ჩაეტიონ ამ სამუშაოს შესრულებისას
- მოიძიებენ ინფორმაციას შესაბამის ლიტერატურაში, ინტერნეტის მეშვეობით მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალებს, განიხილავენ თემასთან არსებულ წყაროებს და გააკეთებენ დასკვნებს
- პრეზენტატორები თოთოეულ ჯგუფში წარმოადგენს პრეზენტაციას.
- წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის მიხედვით შევაფასებ მოსწავლეების მუშაობას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სტანდარტი: ა) მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან
ბ) მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული მიგრაციული პროცესები
გ) მოსწავლეს შეუძლია შეისწავლოს კონფლიქტების მიზეზები, განვითარება და შედეგები
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
დიანა არჯევანიძე
12.ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:
dianaarjevanidze@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
www.dianaarjevani.blogspot.com